სლოვენია პოლონეთს დაუპირისპირდა და მოულოდნელად 87:90 დამარცხდა. ალექსანდრ სეკულიჩის გუნდმა 23-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, წინაც გავიდა, თუმცა საუკეთესო ოთხეულში ადგილი მაინც პოლონეთმა დაიკავა.
მარცხის მიზეზი "დალას მავერიკსის" სუპერვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩის არაშესაფერისი თამაში იყო. ლუკამ 35 წუთში გუნდს 14 ქულა (5/15), 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ერთიც დაფარება შესძინა. უნდა ითქვას 6 უნებლიე შეცდომა და 5 პერსონალური ჯარიმა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.
სლოვენიელთა მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ვლატკო
გამარჯვებულთა შემადგენლობიდან საუკეთესო იყო მატეუშ პონიტკა. "ზენიტის" კალათბურთელმა თავი 26 ქულით, 16 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პოლონელი კალათბურთელის ეს სამმაგი დუბლი ევრობასკეტის ისტორიაში მესამეა.
მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა საფრანგეთსა და იტალიას შორის შედგა.
გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით, 93:85 დასრულდა.
ფრანგების მხრიდან საუკეთესო ტომა ერტელი გახდა. გამთამაშებელმა 20 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა.
ჯანმარკო პოცეკოს გუნდიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა სიმონე ფონტეკიომ, რომელმაც 21 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ნახევარფინალური მატჩები პარასკევს გაიმართება, 19:15 საათზე პოლონეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო 22:30 საათზე გერმანია ესპანეთს უმასპინძლებს.