ასე იყო ესპანეთი-საფრანგეთის მატჩისას - ლურჯები მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდნენ, მაგრამ ესპანეთს ხომ პაუ გასოლი ჰყავს, რომელსაც შეუძლია უიმედო სიტუაციაში გუნდის დახმარება, ქულის ქულაზე მითვლა და... მოკლედ, პაუმ თანაგუნდელები თამაშში დააბრუნა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 16 წამით ადრე როდრიგესმა ორქულიანით ესპანეთი სამი
ფრანგმა ბატუმმა ორიოდე წამში რთული სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში პაუ გასოლმა შეტევა უშედეგოდ დაასრულა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით დროში საფრანგეთი 75:73 კი დაწინაურდა, მაგრამ მას მერე 7 უპასუხო ქულა ისევ გასოლმა ჩააგდო და ესპანეთი ფინალში გაიყვანა - 80:75.
პირენეელების მეტოქე დღეს, 18 სექტემბერს, სერბეთი-ლიტვის მატჩის შემდეგ გამოვლინდება.
1/2 ფინალი
ესპანეთი-საფრანგეთი 80:75 დ.დ.
17:20, 15:13, 16:23, 18:10, 14:9
ესპანეთი: გასოლი (40+11 მოხსნა), რუდი ფერნანდესი (7+5 მოხსნა), როდრიგესი (15+3 პასი), რიბასი, რეიესი (2+7 მოხსნა), კლავერი (2+6 მოხსნა), ლული (7+5 პასი), მიროტიჩი (7+3 პასი).
საფრანგეთი: ბატუმი (14+7 მოხსნა), ლოვერნი (11), პარკერი (10+6 პასი), ფურნიე (3), პიეტრუსი, დე კოლო (14+3 პასი), დიაო (5+6 მოხსნა+4 პასი), ჟელაბალე (10), გობერი (8+13 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი:
თამაშიდან 26/68 (38%) - 28/73 (38%)
სამქულიანები 4/21 (19%) - 9/21 (42%)
საჯარიმოები: 24/26 (92%) - 10/17 (58%)
* * *
საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში მოხვედრას გეგმავდა, მაგრამ მეოთხედფინალში ხელი მოეცარა და ესპანეთთან დამარცხების შემდეგ ერთადერთი მიზანი დარჩა - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი.რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ზონაში მოსახვედრად აუცილებელია საუკეთესო შვიდეულში შესვლა, საამისოდ კი გადათამაშებაში ლატვიის ნაკრები უნდა დაემარცხებინა. აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა, მეტად სიმპათიურმა გუნდმა დიდი ბრძოლა გაუჩაღა ბერძნებს, მაგრამ ბოლოს კლასმა თავისი გაიტანა და ელინებმა 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
ლატვიელებს კი ჩეხებთან სერიოზული ბრძოლა ელით ევრობასკეტის მეშვიდე ადგილისთვის, რაც ამავდროულად ოლიმპიადის ზონაში მოხვედრას ნიშნავს. მატჩი დღეს, 18 სექტემბერს გაიმართება.
V-VIII ადგილები
საბერძნეთი-ლატვია 97:90
17:24, 20:20, 23:17, 37:29
საბერძნეთი: სპანულისი (16), კალათესი (15), ანტეტოკუნმპო (15+7 მოხსნა), პრინტეზისი (8), კუფოსი (5+7 მოხსნა), ბურუსისი (20), ზისისი (12), სლუკასი (6), კაიმაკოგლუ.
ლატვია: იანიჩენოკსი (22), ბერტანსი (14), ფრეიმანისი (10), ბერზინსი (5), სტრელნიეკსი (2+7 პასი), მეიერსი (14), ტიმა (6), ვეცვაგარსი (2), ბლუმსი (2).
რეალიზაციის პროცენტი:
თამაშიდან 18/39 (46%) - 24/34 (71%)
სამქულიანები 10/21 (48%) - 8/29 (28%)
საჯარიმოები: 31/35 (89%) - 18/23 (78%)
* * *
ჩეხეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა, მერვედფინალში ხორვატია გააწბილა, თუმცა ეს იყო და ეს - ჩეხებს უფრო მეტის მისაღწევად ძალა არ ეყოთ. მეოთხედფინალში სერბეთთან დათმეს, ხოლო გუშინ გადათამაშებაში იტალიასთან ვერას გახდნენ. აპენინელებმა ამჯერედაც გამოავლინეს საქულიანების სროლის მაღალი სიზუსტე, 16-დან 8 სამიანი ჩააგდეს და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
რაც შეეხება ჩეხებს, მათ ლატვიასთან რომ მოუწევთ მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა, უკვე მოგახსენეთ.
ჩეხეთი-იტალია 70:85
21:21, 16:21, 17:32, 16:11
ჩეხეთი: სატორანსკი (12+6 პასი), შილბი (8), პუმპრლა (3), ვესელი (26+12 მოხსნა), ბენდა (2), ჰრუბანი (5), ჰოუსკა (5), ველში (4), ბარტონი (2), აუდა, ჟელინეკი, შირჟინა (3).
იტალია: ბელინელი (12+7 მოხსნა), არადორი (7), ჯენტილე (15), გალინარი (15+8 მოხსნა), ბარნიანი (21), კუზინი (4), მელი (4), ჩინჩარინი (5), ჰაკეტი (2), დელა ვალე, პოლონარა.
რეალიზაციის პროცენტი:
თამაშიდან 22/53 (42%) - 22/42 (52%)
სამქულიანები 5/10 (50%) - 8/16 (50%)
საჯარიმოები: 11/17 (65%) - 17/20 (85%)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"