ევრობასკეტი 2015: ესპანეთი ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
20 სექტემბერს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და ლიტვის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ესპანეთის ნაკრებმა 80:63 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან, ფინალისტებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვეს.

საუკეთესო კალათბურთელი პაუ გასოლი იყო 25 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით.

მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთმა 81:68 დაამარცხა სერბეთის ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა ლიტვასთან მარცხით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული