ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და ლიტვის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ესპანეთის ნაკრებმა 80:63 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან, ფინალისტებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვეს.
საუკეთესო კალათბურთელი პაუ გასოლი იყო 25 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით.
მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთმა 81:68 დაამარცხა სერბეთის ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა ლიტვასთან მარცხით.