Le Mond VS ესპანეთი: გასოლზე სტატიის გამო ესპანელები ჩივიან

AutoSharing Option
ესპანეთის სპორტული საბჭო აპირებს სარჩელი შეიტანოს ფრანგული გამოცემა Le Mond-ის წინააღმდეგ და მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია მიიღოს იმ სტატიის გამო, რომელშიც ეწერა, რომ 2015 წლის ევრობასკეტზე პაუ გასოლის ბრწყინვალე თამაში, შესაძლოა, კალათბურთელის მხრიდან აკრძალული პრეპარატების გამოყენებას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ გასოლი მეორე კალათბურთელი გახდა კრეშიმირ ჩოსიჩის შემდეგ, ვინც ევროპის ჩემპიონატის ორგზის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.

Le Mond-ის ჟურნალისტმა კლემან გიიუმ ნახევარფინალში ესპანეთთან საფრანგეთის ნაკრების წაგების შემდეგ, საკუთარ ბლოგზე დაწერა სტატია - "პაუ გასოლის ახალგაზრდობის საიდუმლო". სტატიაში ჟურნალისტმა ესპანელი ცენტრის თამაშის დონე
დაუკავშირა მის თანამშრომლობას სპორტულ ექიმთან ნიკოლას ტერადოსთან, რომელიც ჩათრეული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში ველოსპორტის ცნობილ დოპინგ-სკანდალებში.

ესპანეთის სპორტული საბჭოს ხელმძღვანელობამ მოამზადა სარჩელი მოთხოვნით - წაშალოს Le Mond-მა თავისი ოფიციალური ვებგვერდიდან პუბლიკაცია, აგრეთვე აანაზღაუროს ის მორალური ზარალი, რაც მიადგა საბჭოსა და ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას. ეს ზარალი მილიონ ევროდ შეაფასეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული