19 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი თვალაბეიშვილი ახალ სეზონს ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "ანდორაში" იწყებს. იგი მთავარმა მწვრთნელმა ხუან პენიაროიამ პირველ გუნდში მიიწვია და ორი საკონტროლო მატჩიც ათამაშა.
პირველი "ანდორამ" "ტენერიფესთან" 60:75 დათმო. გიორგის 6 წუთი ერგო, ერთი სამქულიანი სტყორცნა და მატჩი 3 ქულით დაასრულა.
მეორე შეხვედრაში ჩემპიონ "ვალენსიასთან" 66:72 გაიმარჯვა. თვალაბეიშვილმა ამჯერადაც 6 წუთი ითამაშა, თუმცა ორი სამქულიანი გაუცუდდა და მატჩი 2 მოხსნით დაასრულა.
"ანდორას" ჯერჯერობით ვერ ეხმარება ბექა ბურჯანაძე, რომელიც მუხლის ტრავმას მკურნალობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
16:12 20-09-2017
გიორგი თვალაბეიშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის "ანდორაში" იწყებს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ღმერთმა ხელი მოუმართოს!!!