თორნიკე შენგელიამ სეზონის პირველ მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. ბასკური გუნდის სეზონისთვის მოსამზადებელ პირველ მატჩში, რომელიც "ბასკონიამ" ებრაულ "ჰაპოელთან" გამართა, ქართველმა ფორვარდმა ფეხი ამოიბრუნა და თამაში ვეღარ გააგრძელა.

შენგელიას ტრავმა მძიმე არაა და როგორც ესპანური კლუბის წევრები იმედოვნებენ, ქართველი ფორვარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბის კაპიტნის წოდება მიიღო, მოედანს 2 კვირაში დაუბრუნდება.

"ჰაპოელთან" მატჩში შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და სანამ ფეხს იტკენდა, მოედანზე 10:14 წუთი გაატარა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და
2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულას 2 მოხსნა და 1 პასი წაამატა. ჩვენებურმა 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, "ბასკონიას" ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი უკვე 29 სექტემბერს ელის, როდესაც სტუმრად "ბარსელონას" გაეჯიბრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული