ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "გოლდენ სტეიტის" მარცხი "დენვერთან" [VIDEO]

AutoSharing Option
პირველ ოქტომბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" შინ NBA-ს წინა სასეზონო მატჩი "დენვერთან" გამართა.

NBA-ს ჩემპიონები ანგარიშით 102:108 დამარცხდნენ.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 12 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ორიდან ორივე ჯარიმა.

იხილეთ ვიდეო: კარის ფასი და ფაჩულიას 2 ქულა
Sportall.Ge

რადგან შეხვედრა მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა "გოლდენ სტეიტის" თითქმის ყველა მოთამაშემ მიიღო სათამაშო დრო. გუნდის ლიდერები კი ნაკლებად დაიტვირთნენ.
ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც - კევინ დურანტმა 23 წუთში 10 ქულა ჩააგდო, ამდენიმე ჩააგდო კლეი ტომსპონმა, ხოლო სტეფ კარიმ 11 ქულა მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-დენვერი 102:108
Sportall.Ge

მომდევნო საგამოფენო მატჩებს - 5 და 10 ოქტომბერს, "გოლდენ სტეიტი" ისევ შინ, "მინესოტა ტიმბერვულვსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული