11:10 05-10-2017
გოგა ბითაძის 19 ქულა ადრიატიკის ლიგაში ვარსკვლავებთან [VIDEO]
AutoSharing Option
გოგა "მეგა ბიმაქსის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მან 30 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 16-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
მასთან ერთად 19 ქულა ჰქონდა რებიჩს, ხოლო ენისმა 21 ქულას მოუყარა თავი.
"ცრვენა ზვეზდა" სერიოზული გუნდი რომ არის, ისიც მეტყველებს, რომ მასში NBA-მოვლილი პერო ანტიჩი თამაშობს. "ზვეზდას" კალათბურთელებმა ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და, როგორც მოგახსენეთ, 90:80 გაიმარჯვეს. მათი ბომბარდირი ტაილერ როჩესტი გახდა - 23 ქულა.
"მეგა ბიმაქსი" ადრიატიკის ლიგაზე მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს შინ გამართავს. მისი მეტოქე მონტენეგროს "მორნარი" იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჯარიმებიც ზუსტად ჩაუყრია.გუნდში აშკარად ენდობიან თორემ 30 წუთს არავინ მისცემდა,ეს კი ნიშნავს რომ ძალიან მალე,ძალიან მაგარი ცენტრი გვეყოლება.ეგენი დაცვაში კარგ თამაშსაც მალე ასწავლიან.
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული