ბექა ბურჯანაძემ ვიტორიაში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანდორას" ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ გუშინ, 9 ოქტომბერს, მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

როგორც ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბის, "ანდორას" ვებსაიტი გვამცნობს, ოპერაცია ქალაქ ვიტორიაში, ვიტას საავადმყოფოში ქირურგმა მიკელ სანჩესმა გააკეთა. იქვე ვკითხულობთ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ბექას გამოჯანმრთელებას წინასწარ ნათქვამ დროში, 5 თვეში უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ბექამ მუხლის ტრავმა გასულ სეზონში, რეგულარული ეტაპის მსვლელობისას მიიღო და "რეალთან" მეოთხედფინალური მატჩები გამოტოვა. 23 წლის თავდამსხმელმა გამოჯანმრთელება ვერც ევრობასკეტამდე მოასწრო და ანდორაში დაბრუნების შემდეგ ოპერაცია გადაწყდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
მალე გამოჯანმრთელება ბექა, დროზე გაკეთებულიყო კარგი იყო მარა მისი რა ბრალია ექიმებს უნდა ეთქვათ.
საბონის
13:21 10-10-2017
1
გამოჯამრთელდი ჩვენო ბექა.გულშემატკივარი ელის შენს წარმატებებს.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული