დუდა სანაძის 9 ქულა და "პისტოიას" გამარჯვება სერია A-ში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრ დუდა სანაძის "პისტოია" იტალიის სერია A-ში დაუმარცხებელია.

მე-2 ტურის ბოლო მატჩში სანაძის გუნდმა "ბრინდისის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 6 ქულის სხვაობით - 83:77 დაამარცხა.

სანაძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და საკმაოდ სარგებლიანი გახლდათ. დუდას მონაგარი 9 ქულა და 1 მოხსნა იყო. დუდამ 3-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ფლექს პისტოია" 2 გამარჯვებით სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15
ოქტომბერს, სტუმრად, "ვანოლი კრემონას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული