ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო კინგსი" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" წინასასეზონო მატჩში "საკრამენტო კინგს" შეხვდა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 5 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 18 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. "გოლდენ სტეიტში" ფაჩულიას კონკურენტმა, ჯავალე მაკგიმ 8 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასია.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს "ჰიუსტონ როკეტსთან" 17 ოქტომბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფაჩულიას მოუგია ეს თამაში რა.
misha
11:51 14-10-2017
9
რა უმაგრესი ჭორიკანების აქაური დედოფალი ხარ, პუტინოიდურ ენას ხმალივით იქნევ აქეთ იქით.
misha ....... ........as
14:40 14-10-2017
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული