"მაკაბისთან" 6 ქულით წაგებულ მატჩში შენგელიამ 11 ქულა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" თელ-ავივში "მაკაბისთან" 68:74 დამარცხდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და პირველი პერიოდი 19:16 მოიგეს, მეორე 20:14 და შესვენებაზე 9-ქულიანი ფორით გავიდნენ.

მესამე პერიოდში ბასკურმა გუნდმა უკეთ იასპარეზა, თითქოს შემოატრიალა კიდეც თამაში, მაგრამ ბოლოსკენ "მაკაბი" უკეთ გაისარჯა და ტურნირის სტარტზე მეორე შეხვედრა მოიგო. შეგახსენებთ, "ბასკონია" პირველ ტურშიც დამარცხდა და უქულოდაა.

შენგელიამ 32:50 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული