ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და "გოლდენ სტეიტის" პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად "ნიუ ორლეანთან" გამართა და ანგარიშით 128:120 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და საერთო ჯამში მოედანზე 20:40 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო 3-ჯერ დაკარგა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 35-35 ქულა მასპინძლების ლიდერებმა ენტონი დევისმა და დემარკუს კაზინსმა ჩააგდეს. ამასთან ერთად დევისმა 17 მოხსნა, ხოლო კაზისნმა 14 მოხსნა მოაგროვეს.

"უორიორსიდან"
კი ყველაზე მეტი 31 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, სტეფ კარიმ 28 ქულა მიითვალა, ხოლო კევინ დურანტმა 22 ქულა ჩაიწერა აქტივში.

"გოლდენ სტეიტისთვი" ეს პირველი გამარჯვებაა სეზონში, NBA-ს სტარტზე შეხვედრა "უორიორსმა" "ჰიუსტონ როკეტსთან" წააგო. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 22 ოქტომბერს სტუმრად "მემფისთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფინიქსი-ლეიკერსი 130:132
დალასი-საკრამენტო 88:93
მინესოტა-იუტა 100:97
ბრუკლინი-ორლანდო 126:121
შარლოტი-ატლანტა 109:91
ინდიანა-პორტლენდი 96:114
მილუოკი-კლივლენდი 97:116
ფილადელფია-ბოსტონი 92:102
ვაშIნგტონი-დეტორიტი 115:111
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზას რვა მოხსნა ქონდა. სტატიაში ცხრა წერია. ავტორისგან სასურველია მეტი სიზუსტე. ისე სხვა მოთამაშეების სტატისტიკაც რომ დადოთ ხოლმე კარგი იქნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ.
2
დემარკუსს ეგონა ამ დილით გრინის პროვოცირებით და დანარჩენ მის გუნდს კი, უხეში თამაშით და მსაჯების დახმარებით დაამარცხებდნენ გოლდენს.
იგივე მსაჯებს ზაზასთვის დემარკუსთან ბრძოლაში სიაფანდი ფოლები რომ არ აეკიდათ,ჩვენებური მინიმუმ ათი ქულით და ათი მოხსნით დაამთავრებდა თამაშს.
tanto
15:18 21-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული