მემფისში წაგებულ მატჩში ზაზა ფაჩულია უქულოდ დარჩა

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა ნბა-ს მორიგი მატჩი როგორც "გოლდენ სტეიტისთის", ისე მისი ქართველი ლეგიონერისთვის. თითო მოგებ-წაგების მქონე მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი მატჩი მემფისში გამართა და "გრიზლისთან" მარცხი განიცადა - 101:111.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 12 წუთი გაატარა და უქულოდ დარჩა. ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა, თუმცა 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო. საუკეთესო კი სტეფ კარი გახლდათ 37 ქულით. კევინ დიურანტის ანგარიშზე 29 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა, თუმცა ეს გუნდურად მოთამაშე "მემფისის"
დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

1 მოგებითა და 2 წაგებით "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტოსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის 11-12 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები დალასში, 24 ოქტომბერს გამართავენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორც ამერიკის ელჩმა თქვა - ზაზა საქართველოს ვაჟკაცობის მაგალითია.
ამიტომ ყვლა მცდელობა რომ ტალახი მოაცხონ ამ თავდადებულ ადამიანს რუსეთუმეობად აღინიშნება - რამდენადაც სტატისტიკურად და აზრობივად მართალიც არ უნდა იო კრიტიკა.

ვის ვის და ამერიკის ელჩს ესმის რა აის ქართული ვაჟკაცობა, რამდენად მაგლია ქართვლების მიზანი ცხოვრებაში და არფერი შეეშლებ.
ამკ
22 ოქტომბერი 2017 16:42
10
აა, მაშინ ჰოო, აღინიშნება ))
ვვვ
22 ოქტომბერი 2017 23:59
0
დურანტს აწი ძალიანაც რომ მოუნდეს თეთრ სახლში სტუმრობა, მაინც აღარაფერი გამოვა,ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩემპიონები ვეღარ გახდებიან!
LARRY BIRD
22 ოქტომბერი 2017 15:30
4
ისევ საოლსტარო სტატისტიკა აქვს ფაჩულიას... შარშანდელივით :-D
vaxo
22 ოქტომბერი 2017 15:17
6
რუსეთი ისევ უცებ გამოაცხვე შენი საფირმო გამოგონილი მხარდამჭერების არმია.
მარტო ხარ აქ მარტო არაქართველო
:)))))
22 ოქტომბერი 2017 15:10
5
აბა, რუსეთში ეროვნული ზეიმია ფაჩულიამ ბურთი ვერ ჩააგდოო. რა შუაშია აქ რუსეთი სულ რომ გელანდება? ფაჩულია ამ ლიგისთვის საშუალოზე დაბალი კლასის მოთამაშე რომ არის ეჭვი გეპარება?
:)))))-ს
22 ოქტომბერი 2017 14:11
6
რუსეთი ნახეთ რა დღეშია სიხარულით, მომენტალურად ორი რუსული კომენტარი გამოაცხო.
:)))))
22 ოქტომბერი 2017 12:51
9
გენაცვალე ამერიკულ აზროვნებაში! ))
ვვვ
22 ოქტომბერი 2017 13:38
5
12 წუთში 4 ჯარიმა... :/
ვვვ
22 ოქტომბერი 2017 12:29
5
ამათ ბეჭდები გადასცეს და მგონი თაფლობის თვე ჰგონიათ.
სოსო
22 ოქტომბერი 2017 11:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული