ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო. ცინცაძემ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 30 წუთი ითამაშა და თავი 5 ქულას, 2 მოხსნას, 1 პასს და 1 დაფარებას მოუყარა. ცინცაძემ 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.
3-დან 3 წაგებით „პოლიტეხნიკა“ ცხრილის ფსკერზე იმყოფება. მე-4 ტური 28 ოტომბერს გაიმართება, რომელშიც ცინცაძის გუნდი „სტიაუას“ უმასპინძლებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით