შერმადინი და "უნიხაკა" "რეალთან" 14 ქულით დამარცხდნენ

AutoSharing Option
ორიოდ დღის წინ ქონდა მალაგას "უნიხაკას" მძიმე გასვლა ევროლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" (75:80 წააგო), ძალების აღდგენა წესიერად ვერ მოასწრო და ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერს "რეალს" მადრიდში შეხვდა.

ანდალუსიურმა გუნდმა პირველ ტაიმში წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს, შემდეგ კი გატყდა და დამარცხდა (99:85).

ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შერმადინმა 19:36 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 4 საჯარიმოდან 3 და 6 ორქულიანიდან 3 ჩააგდო.

"უნიხაკა" 5 ტურის შემდეგ 3 მოგებით მე-7 ადგილზეა და 29 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე "ესტუდიანტესს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული