თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. "ბასკონიას" ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც ამ სეზონიდან გუნდის კაპიტანია, "გიპუზკოა ბასკეტთან" შეხვედრაში 23 ქულა მოაგროვა და ვიტორიელებს გამარჯვება მოაპოვებინა. დაძაბული ორთაბრძოლა ბასკონიელებმა 68:66 მოიგეს.

მატჩში მოედანზე მყოფთაგან შენგელიამ ყველაზე მეტი – 36:36 წუთი ითამაშა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. თოკომ 9-დან 8 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 33 ერთეული შეადგინა, რაც მე-5 ტურის მატჩების
მონაწილეთაგან ვერავინ გადაფარა.

"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გაცილებით მეტი, ვიდრე ჩემი პირადი სტატისტიკა. რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის მერე მოგება გვჭირდებოდა. 4-მატჩიანი საგარეო ტურნეს შემდეგ, როგორც იქნა, შინ დავბრუნდით და იმედია, ახლა წარმატებული სერია გვექნება.

ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გველის, რადგანაც ევროლიგაში 2 გადაბმული მატჩია დაგეგმილი და შემდეგ, ჩემპიონატშიც შინაურ კედლებში ვითამაშებთ.

ვცდილობ, "ბასკონიას" მაქსიმალური დახმარება გავუწიო. მინდა, თანაგუნდელებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყო, როგორც მოედანზე, ასევე – მის მიღმა. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ჩემი გარჯა შედეგის მომტანი აღმოჩნდა", - განაცხადა შენგელიამ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული