10:30 24-10-2017
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "დალასი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
"ურიორსი" ფაჩულიას ყოფილ გუნდს, "დალას მევერიქსს" ესტუმრა და ანგარიშით 133:103 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:02 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 3-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, რასაც 8 პასი და 2 მოხსნა მიამატა. კევინ დურანტმა 25 ქულა, 6 პასი და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. კლეი ტომპსონმა 21 ქულა მიითვალა.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 26 ოქტომბერს შინ, "ტორონტოსთან" გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 2 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
დეტროიტი-ფილადელფია 86:97
მაიამი-ატლანტა 104:93
ჰიუსტონი-მემფისი 90:98
მილუოკი-შარლოტი 103:94
სან ანტონიო-ტორონტო 101:97
დენვერი-ვაშინგტონი 104:109
ფინიქსი-საკრამენტო 117:115
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რატომ არ წერთ, რომ ზაზას სარგებლიანობის კოეფიცინტი +22 იყო? კალათბურთი ხომ არ არის ინდივიდუალური თამაში? რა მნიშვნელობა აქვს. გუნდის ესა თუ ის მოთამაშე როგორ თამაშობს, თუ გუნდი იგებს? როცა ზაზა ყავს, ნებისმიერი გუნდი რომ გარანტირებულად იგებდეს ნებისმიერ თამაშს და ზაზა ამ დროს საერთოდ ქულას არ აკეთებდეს, ნებისმიერი გუნდი არ მოინდომებდა ასეთი მოთამაშის ყოლას?!
1
0
ზაზას 2 ქულიანმა "დალასში" დაბნეულობა გამოიწვია და ამით ისარგებლა "გოლდენ სტეიტმა" ეს იყო გარდამტეხი მომენტი.
1
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული