ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ "ტორონტო რეპტორსს" შეხვდა და ანგარიშით 117:112 დაამარცხა.

"უორიორსისთვის" ეს მე-3 და ზედიზედ მეორე გამარჯვებაა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14:26 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 3 ქულა, 2 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 3-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო და ორიდან ერთი საჯარიმო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა სტეფ კარიმ მიითვალა. კევინ დურანტმა კი 29 ქულა ჩააგდო. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 22 ქულა
დაგროვდა.

დრეიმონდ გრინმა 15 ქულას 11 მოხსნა მიამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამ მოგებით "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 ოქტომბერს შინ "ვაშინგტონთან" გამართავს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-ვაშინგტონი 102:99
ფინიქსი-იუტა 97:88
დალასი-მემფისი 103:94
მაიამი-სან ანტონიო 100:117
ოკლაჰომა-ინდიანა 114:96
ბრუკლინი-კლივლენდი 112:107
შარლოტი-დენვერი 110:93
დეტროიტი-მინესოტა 122:101
ფილადელფია-ჰიუსტონი 104:105
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული