10:03 28-10-2017
"გოლდენ სტეიტის" მორიგი გამარჯვება და ზაზას 4 ქულა [VIDEO]
AutoSharing Option
"უორიორსისთვის" ეს მე-4 და ზედიზედ მესამე გამარჯვებაა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში.
ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 1 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრაში სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა კევინ დურანტს: 31 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი. სტეფ კარიმ 20 ქულა ჩააგდო და 8 პასი შეასრულა.
თამაში დაძაბული გამოდგა, ხელჩართული ჩხუბისთვის მოედნიდან დრეიმონდ გრინი და ბრედლი ბილი გააძევეს.
"უორიორსი" მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, შინ "დეტროიტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ქართველია ამ მინდა ცუდი ვთქვა რამე მაგრამ ამას როგორ ათამაშებენ გოლდენ სტეიტში გამაგებინოს ვინმემ
4
8
დღეს მერამდენედ დაგეწყო საკუთარ თავთან დიალოგები?
6
2
მეგრელია და იმიტომ ათამაშებენ, მაგის ბებია და ტრამპის დედა ალალი დეიდაშვილები არიან...
4
6
ყველა გამოხმაურება
13 წუტში 9 მოხსნა კარგია
2
5
შენ 13 წუთში 333 კომენტარს აკეთებ ამ ჰოლდინგის ყველა საიტზე ერთდროულად, შენ ვინ შეგედრება რუსულ სისწრაფეში?
5
2
გოლდენის ამ სეზონის ყველაზე მაგარი თამაში იყო, წაგებული შემოატრიალეს სასწაულად და მაინც მოიგეს, ტომპსონია გასალახი,იცოდა სროლა არ მისდიოდა და მაინც ისროდა და ყველას აცდენდა მეოთხე მეოთხედში, კერი კი არაფრის დიდებით არ ცვლიდა.
6
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (8)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული