გიორგი ცინცაძის 10 ქულა და მარცხი "სტიაუასთან"

AutoSharing Option
რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთ-ერთ ფავორიტ "სტიაუას" ესტუმრა" და 63:84 დამარცხდა გიორგი ცინცაძის "პოლიტეხნიკა".

ქალაქ იაშის გუნდის ქართველმა კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28:59 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

"პოლიტეხნიკა" რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს 4 ნოემბერს, "ტიმიშოარასთან" გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული