შენგელიას 15 ქულა და "ბასკონიას" პირველი გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-5 ტურში "ბასკონიამ" დრამატულ ბრძოლაში 85:84 დაამარცხა "პანათინაიკოსი".

მატჩის პირველ სამ მეოთხედში მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, მეოთხე პერიოდი კი სტუმრებმა 7 ქულით მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ თორნიკეს გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა.

შენგელიამ 29:35 წუთში 15 ქულა ჩააგდო(11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა.

ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა "პანათინაიკოსელმა" ნიკოლას პაპასმა აიღო (22), ხოლო "ბასკონიადან" გრეისონ გრეინჯერმა (20).

"ბასკონია" 1 მოგებითა და 4
მარცხით მე-15 ადგილზეა, თუმცა იმედია აწი უკეთ იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მოიგო, 1 ქულა როგორ აქვს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული