გიორგი შერმადინს არ უთამაშია და "უნიკახა" "პანათინაიკოსთან" დამარცხდა
AutoSharing Option
ევროლიგის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის მალაგას "უნიკახა" საბერძნეთში სამი პერიოდი გაუძალიანდა ერთ-ერთ ლიდერს "პანათინაიკოსს", მაგრამ დასკვნით მეოთხედში გატყდა და 71:82 დამარცხდა.
ანდალუსიური გუნდის განაცხადში არ ყოფილა ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი შერმადინი, მისი გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ნემანია ნედოვიჩი იყო, ხოლო ორივე გუნდიდან ჯეიმს გისტი (17).