გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგაში მოხსნებში ნოემბრის საუკეთესო კალათბურთელია

AutoSharing Option
გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობას აგრძელებს. მსგავსად წინა თვეებისა, გოგას ნოემბერიც საკმაოდ პროდუქტიული და წარმატებული ჰქონდა.

ბითაძე ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამას დაემატა ის ფაქტორი, რომ გოგა ბითაძე გახდა ნოემბრის თვის საუკეთესო მომხსნელი. მან ამის გაკეთება საშუალოდ 9.0 მოხსნით შეძლო.

განსაკუთრებით კარგად გოგა მაკედონიურ "სკოპიესთან" გაისარჯა, სადაც 12-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. ასევე აღსანიშნავია სერბულ "პარტიზანთან" შესრულებული 10 მოხსნა, რადგანაც ეს გუნდი სწორედ მოხსნების დიდი რაოდენობით გამოირჩევა და ასევე, სერბულ ფმპ-სთან 5 მოხსნა.

გოგასთან ერთად
გამოირჩნენ საუკეთესო მექულე მილკო ბიელიცა (24.5), რომელიც გათამაშების მთავარი ფავორიტის, "ცრვენა ზვეზდას" კაპიტანია და ფმპ-ს გამთამაშებელი ფილიპ ჩოვიჩი საშუალოდ შესრულებული 7.7 შედეგიანი გადაცემით. შეგახსენებთ, რომ ჩოვიჩი სერბეთის ნაკრების წევრობის კანდიდატია.

ცნობისთვის,  თავის მორიგ შეხვედრას გოგა ბითაძის "მეგა-ბემაქსი" დღეს გამართავს, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული სერბული გუნდი ხორვატიულ "ზადარს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა თავდაჯერებულობა ჭირდება შეშინებული თამაშობდა ნაკრებში
0
ყველაფერს თავის დრო აქვს, ასე დაიწყო შერმადინმაც, თავდაჯერება მოაქვს გამოცდილებას, რაც მომავლის საქმეა.
gizog
10:22 05-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული