ოფიციალურად: მაიკლ დიქსონი კარიერას "ბაჰჩესეჰირ კოლეჯში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა მაიკლ დიქსონმა კლუბი შეიცვალა. ამერიდან, 28 წლის გამთამაშებელი თურქეთის მე-2 დივიზიონის გუნდის, ''ბაჰჩესეჰირ კოლეჯის'' ღირსებას დაიცავს.

ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დევიდ პიკი წერდა. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა.

მისივე ინფორმაციით, კლუბმა კალათბურთელს 250 000-დოლარიანი შეთავაზება გაუკეთა.

''ბაჰჩესეჰირი'' თურქეთის მე-2 ლიგაში გამოდის. კლუბს 6 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში  მე-11 პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი რომ მართალია მისი კარიერისათვის უკანგადადგმული ნაბიჯია, სამაგიეროდ მედალს მეორე მხარეც აქვს: არც ევროლიგა შეუშლის ხელს სანაკრებო თამაშებზე ჩამოსვლაში და აგერ იქნება მთლად ყურისძირში :)და დროულად ჩამოვა ხოლმე.
ქომაგი
12:48 12-12-2017
0
ეჰ იმედი მქონდა ბოლო მომენტში მაინც გადაიფიქრებდა მაიკლი, მაგრამ სამწუხაროდ იმედი გამიცრუვდა. მინდა იმედი დავიტოვო რომ ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება თუ მარტო ეს ფარჩაკი გუნდი მარტო მაიკლის იმედზე არ იქნება და კიდევ აიყვანს რამოდენიმე კალათბურთელს, რომ რამენაირად თავი დააღწიონ ჭაობს რომელსაც მეორე ლიგა ჰქვია. თუ ასე არ მოხდა ძალიან ცუდი იქნება ქართველი შავგვრემანი ბიჭისთვის.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული