თორნიკე შენგელია 20 ქულით "ბასკონიას" "ანდორას" დამარცხებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 97:94 დაამარცხა "ანდორა" და 8 მოგებით ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე საუცხოოდ გაისარჯა: 22:26 წუთში 20 ქულა ჩააგდო (11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 10-დან 5 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

ორივი გუნდიდან 24 ქულით ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი ენდრიუ ალბიცი იყო, ხოლო "ბასკონიადან" როდრიგო ბეაბოისი (21).
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა რა გახდა ამ ვიდეოების გაკეთება, მეტი ყურადღება დაუთმეთ კალათბურთს და მითუმეტეს ჩვენ მოთამაშეებს
dato
11:37 18-12-2017
0
ადმინ რა გჭირთ დადეთ რა ჩვენი მოთამაშეების ვიდეოები განა ასეთი რთულია რო კოლაჟი გააკეთოდ
lado
11:15 18-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული