ისტორიული კადრები! - ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამ" Oracle Arena-ზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
21 დეკემბერს, გამთენიისას, ჩვენი დროით 07:25 საათზე, ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამ" ზაზა ფაჩულიას გუნდის, "გოლდენ სტეიტის" საშინაო სტადიონ Oracle Arena-ზე "მემფისთან" მატჩის დაწყებამდე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა.


ანსამბლის ღონისძიებაში მონაწილეობის მხარდამჭერია "გალფი".

მატჩის დაწყებამდე კი მაყურებლებს ზაზას სათამაშო Bubble Head-ები დაურიგდათ.

Sportall.Ge

გარდა ამისა, "შვიდკაცამ" შეხვედრის დიდ შესვენებაზე საქ
ართველოს ეროვნული ჰიმნი და "მრავალჟამიერი" შეასრულა.


რაც შეეხება მატჩს, ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ ის შეხვედრას დაესწრო. "გოლდენ სტეიტმა" კი "მემფისი" 97:84 დაამარცხა.

ვიდეო და ფოტო: "გალფის" "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მიდით ეხლა და ტრადიციულად შიბლაუსკას ტროლს გააბანძებინეთ თავისი პუტინუსკასური ბოდვა-კომენტარებით ეს სტატია.
ასიანი ხელები ექავება უკვე შიბლაუსკასას კლავიატურა რომ გააწითლოს
10:48 21-12-2017
0
ვისაც არ მოგეწონათ ეს ამბავი დაწერეთ ნუ გერიდებათ))))
ალეკო
10:59 21-12-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული