დიქსონის 7 ქულა და მეორე გამარჯვება თურქეთში

AutoSharing Option
თურქეთის მე-2 ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა მაიკლ დიქსონის "ბაჰჩეშეჰირმა". საქართველოს ნაკრების წევრის გუნდმა "ბანდირი" სტუმრად 69:63 დაამარცხა.

დიქსონი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. მან 7 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მაიკლმა 7-დან 3 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბაჰჩეშეჰირმა" 8 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 დეკემბერს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ "პეტკიმთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა, პეტკიმს რომ მოუკებს, ეჭვი ვის ეპარება?!
0

სიახლეები პოპულარული