ზაზა ფაჩულია დაბრუნდა! - "გოლდენ სტეიტმა" "იუტას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
28 დეკემბერს "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია "იუტასთან" მატჩში პარკეტს დაუბრუნდა, ხოლო მისმა გუნდმა სტუმრები ანგარიშით 126:101 დაამარცხა.

თითქმის ერთთვიანი უქმობის შემდეგ ფაჩულიამ პირველად ითამაშა და "უორიორსის" სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა.

ფაჩულიამ მოედანზე საბოლოო ჯამში 13:44 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.

  • ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და საუკეთესო მომენტები "იუტასთან" მატჩში

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა იუტელმა
როდნი ჰუდმა ჩააგდო. ოკლენდელებს კი კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

  • გოლდენ სტეიტი-იუტა 126:101

ამ მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 28 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 30 დეკემბერს, შინ "შარლოტთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-მემფისი 99:109
საკრამენტო-კლივლენდი 109 : 95
ჩიკაგო-ნიუ იორკი 92 : 87
მინესოტა-დენვერი 128:125
ნიუ ორლეანი-ბრუკლინი 128:113
ოკლაჰომა-ტორონტო 124:107
ატლანტა-ვაშინგტონი 113:99
შარლოტი-ბოსტონი 91:102
ინდიანა-დალასი 94:98
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფაქტიორად ზაზას მოუგია.
mixo
15:42 28-12-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული