13:04 30-12-2017
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
AutoSharing Option
"უორიორსმა" "შარლოტს" უმასპინძლა და ანგარიშით 100:111 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 13:56 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიას ქულა არ ჩაუგდია, ბურთი კი 7-ჯერ მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაკარგვა ჰქონდა. ზაზამ 2-ჯერ ისროლა კალათის მიმართულებით და ორივეჯერ ააცილა.
სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა დუაიტ ჰოვარდს, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა და 7 პასი მიამატა.
კევინ დურანტმა 27 ქულა მიითვალა, ხოლო კლეი ტომსპონმა 24. დრეიმონდ გრინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, მაგრამ არა ქულების დახმარებით. დრეიმონდმა 16 პასი და 11 მოხსნა დააგროვა, რასაც 8 ქულა მიამატა.
წაგების მიუხედავად "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში 28 მოგებითა და 8 წაგებით მიანც პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 31 დეკემბერს შინ "მემფისთან" ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-კლიპერსი 106:121
საკრამენტო-ფინიქსი 101:111
ჩიკაგო-ინდიანა 119:107
მაიამი-ბრუკლინი 87:111
ნიუ ორლეანი-დალასი 120:128
ოკლაჰომა-მილუოკი 95:97
ტორონტო-ატლანტა 111:98
ვაშინგტონი-ჰიუსტონი 121:103
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული