ახალი წელი ახალი რეკორდით! - ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო მატჩი "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიამ “გოლდენ სტეიტში” პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა ეს დღეს, გამთენიისას, ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, “მემფის გრიზლისის” წინააღმდეგ მოახერხა.

ოკლენდელებმა ტენესელი “დათვები” 141:128 გაანადგურეს, ფაჩულიამ კი “მეომრებს” 17 ქულა მიაშველა, რაც მისი უმაღლესი შედეგია ამ კლუბის შემადგენლობაში.

აქამდე ფაჩულიას 111 მატჩი ჰქონდა “გოლდენ სტეიტში” ჩატარებული და ყველაზე მეტი – 16 ქულა მოეგროვებინა. ეს ზაზამ 2016-17 წლების სეზონში, 27 თებერვალს, “ფილადელფიასთან” 119:108 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.

დღეს კი ქართველმა ცენტრმა “მემფისს” 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩაუგდო, რამაც
მისთვის პირადსარეკორდო 17 ქულა შეადგინა.

სასტარტო ხუთეულში მყოფმა ფაჩულიამ ჯამში 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

ზაზას კარიერის რეკორდი 27 ქულა გახლავთ, რაც მან 2007 წლის 7 მარტს,"ვაშინგტონის" წინააღმდეგ მოაგროვა, როცა “ატლატნა ჰოუქსის” ღირსებას იცავდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინასაახალწლოდაც არ გასვენებს პუტინუსკაის ცოდვები?
შიბლაუსკასავ
18:11 31-12-2017
3
პირადსარეკორდო მაგარი სიტყვაა. გილოცავთ ახალი სიტყვების გამოგონებას, ასევე სამსოფლიოჩემპიონატოც კარგია.
ნიკო
17:46 31-12-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული