ისევე როგორც წინა შეხვედრაში ევროლიგაზე "ბარსელონასთან", თორნიკე ამჯერადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო - მან ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო (29:46 წუთში 18 ქულა - 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო)) და მარგი ქმედების კოეფიციენტითაც ბადალი არ ჰყავდა (18).
"ბასკონია" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.