ქართველი კალათბურთელის "ბასკონია" საკუთარ დარბაზში მადრიდის "რეალს" მიიღებს.
26 წლის ქართველს ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, როდესაც "ვალენსიას" რიგებში ასპარეზობდა.
შემდეგ იყო ბელგიის ჩემპიონატში გატარებული პერიოდი, 2012 წლიდან კი NBA.
2014 წლიდან შენგელია "ბასკონიას" რიგებში ასპარეზობს და ამ კლუბის მაისურით უკვე მეოთხე სეზონს ატარებს.
გასულ 99 შეხვედრაში კი ქართველი, საშუალოდ, 10,4 ქულას და 4,3 მოხსნას აგროვებდა.
მიმდინარე სეზონში შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მსროლელებს შორის მეორე ადგილს იკავებს, საუკეთესო ასისტენტებში კი
შენგელიასთან ერთად დღეს ესპანეთის ჩემპიონატში მე-100 შეხვედრას კიდევ ერთი კალათბურთელი, მადრიდის "რეალის" სლოვენიელი ლეგიონერი ლუკა დონჩიჩიც ჩაატარებს.