თორნიკე შენგელიამ "რეალთან" ორმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე ერთპიროვნულ ლიდერს მარდიდის "რეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 69:81 დამარცხდა.

ორივე გუნდმა დიდი ყურადღება დაუთმო მეტოქის ლიდერების ლუკა დონჩიჩისა და შენგელიას ნეიტრალიზებას. აღსანიშნავია, რომ ორივემ ქვეყნის პირველობაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3 ქულით მოიგეს, მესამე მეოთხედში კი სტუმრები დაწინაურდნენ და საბოლოოდ კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს კიდეც.

შენგელიამ 26:54 წუთში 15 ქულა მიითვალა (10-დან 6 ორქულიანი,3-დან 0 სამქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 პერსონალური მიიღო. ის მარსელინიო უერტასთან ერთად თავისი
გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო ბლაკოსიდად ყველაზე მეტი ქულა, ასევე 15 ფაბიენ კუსერმა ჩააგდო.

დონჩიჩის ანგარიშზე 12 ქულაა და მარგი ქმედების კოეფიციენტით (20) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 გახლდათ და მხოლოდ დონჩიჩსა და მადრიდელ ფაკუნდო კამპაზოს (18) ჩამორჩა.

"ბასკონია" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული