თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში პირველი ტაიმი 4 ქულით წააგო ერთ-ერთ ლიდერთან "ოლიმპიაკოსთან", მაგრამ მეორე ტაიმში მაგრად დაჯაბნა და 86:54 დაამარცხა.

შენგელიამ ისევე როგორც წინა შეხვედრაში ესპანეთის ჩემპიონატზე "ვალენსიასთან", კვლავ 9 ქულა ჩააგდო (14:43 წუთში 4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 19 ქულით მისი გერმანელი თანაგუნდელი, გერმანელი ცენტრალური თავდამსხმელი იოჰანეს ფოიგტმანი გახდა, ხოლო "ოლიმპიაკოსიდან" ყველაზე მეტი, 13 ქულა გიორგიოს
პრინტეზისმა ჩააგდო.

"ბასკონია" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული