23:21 14-01-2018
შერმადინის 11 ქულითა და 9 მოხსნის წყალობით "უნიკახამ" "ბარსელონა" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მალაგური გუნდი სამი მეოთხედის შემდეგ 21 ქულას იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და კინაღამ სასწაული მოახდინეს. თუმცა, საბოლოოდ გიორგის გუნდმა გაიმარჯვა.
შერმადინი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, 17:57 წუთი ათამაშა და ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა ჩააგდო (8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო და მარგი ქმედების კოეფიციენტით (20), მხოლოდ თანაგუნდელ კარლოს სუარესს (24) ჩამორჩა.
მოკლედ, ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა და გასაკვირია, მწვრთნელი უფრო მეტ სათამაშო დროს რატომ არ უთმობს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 17 ქულით ბარსელონელი პერე ორიოლა გახდა, ხოლო "უნიკახადან" ყველაზე მეტი ქულა, 14 სუარესმა ჩააგდო.
"უნიკახა" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული