თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მადრიდში "რეალთან" 2 ქულით დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მადრიდში დასანანი მარცხი განიცადა "რეალთან" 73:75.

თორნიკემ 22:25  წუთში 9 ქულა ჩააგდო (7-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი), 5-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო. ასეთივე გახლდათ მისი თანაგუნდელების როდრიგო ბოუბუასა და ჯეისონ გრაგნერის კოეფიციენტი, შეხვედრის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეები  კი  "სამეფო კლუბის" კალათბურთელები ვალტერ ტავარესი და ტრეი ტრომპკინსი გახდნენ (20-20).

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 15 ქულით მისი თანაგუნდელი ბოუბუა იყო, ხოლო ბლანკოსიდან ყველაზე
მეტი, 13 ქულა ფაბიენ კოზიურმა ჩააგდო.

"ბასკონია" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და 19 იანვარს მილანის "ოლიმპიას" მასპინძლობს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული