თორნიკე შენგელიას ორმაგმა დუბლმა "ბასკონიას" "ოლიმპიასთან" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგაზე მადრიდში "რეალთან" დასანანი დამარცხების (73:75) შემდეგ,  მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მილანის "ოლიმპიას" უმასპინძლა და 11 ქულით წაგებული პირველი ტაიმის მერე, შეხვედრის დასასრულს მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, რაც დიდწილად ქართველი კალათბურთელის დამსახურება გახლდათ, თამაში ქულა-ქულაში წავიდა და სამწუხაროდ, გამარჯვება იტალიურ გუნდს დარჩა - 83:82. არადა, შენგელიას ბოლო წამზე ბურთი რომ ჩაეგდო, მისი გუნდი იზეიმებდა გამარჯვებას.

თორნიკემ 26:45 წუთში 17 ქულა ჩააგდო (12-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 12-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ
დაუფარა მეტოქეს, 2 პერსონალური მიიღო, მატჩის ყველაზე შედეგიანი და მარგი ქმედების კოეფიციენტით (29) ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.

"ბასკონია" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და 25 იანვარს, შემდეგ ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახას" ესტუმრება. შეგახსენებთ, პლეი-ოფში 8 გუნდი გადის და მე-8 ადგილზე მყოფი "მაკაბი" თორნიკეს გუნდს 2 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თოკო ნამდვილი ლიდერია, დაფეინავს! ეს ჩვენი დიქსონი თურქეთში მონად ხოარ გაყიდეს, დაწერეთ რამე..
Chaachi
20:33 20-01-2018
0
თოკო მაგარ ფორმაშია. აშკარაა რომ უკეთესი გუნდი სჭირდება
grego
20:14 20-01-2018
0

სიახლეები პოპულარული