ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და "გოლდენ სტეიტი" "ჰიუსტონ როკეტსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად დასავლეთ კონფერენციის უახლოესს მდევარს "ჰიუსტონ როკეტს" შეხვდა და ანგარიშით 108:116 დამარხცხდა.

ზაზა ფაჩულია სასტრატო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 16:13 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 4 ქულა, 3 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 3-დან ორი ოქრულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი კი კრის პოლმა ჩააგდო, რომელმაც აქტივში 33 ქულა, 7 პასი და 11 მოხსნა ჩაიწერა, "უორიორსიდან" საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც 26 ქულა, 5 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. ჯეიმს
ჰარდენმა 22 ქულა ჩააგდო, ერთით ნაკლები კი დრეიმონდ გრინმა.

თამაში არ წაუვიდათ სტეფ კარის და კლეი ტომსპონს. სტეფმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო ტომსპონმა 8.

წაგების მიხედავად "გოლდენ სტეიტი" 37 მოგებით კვლავ ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს შინ "ნიუ იორკთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

პორტლენდი-დალასი 117:108
მინესოტა-ტორონტო 115:109
იუტა-კლიპერსი 125:113
ფილადელფია-მილუოკი 116:94
შარლოტი-მაიამი 105:106
ნიუ ორლეანი-მემფისი 111:104
ატლანტა-ჩიკაგო 97:113
კლივლენდი-ოკლაჰომა 124:148
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული