"უორიორსის" ქართველმა ცენტრმა 14:14 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაჩულია ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"თამაშის პირველი ნახევარი ცოტა უცნაურად დავიწყეთ, თითქოს ენერგია გვაკლდა, მაგრამ მეორე ნახევარში ეს ენერგია დაგვიბრუნდა და კარგი კალათბურთი ვითამაშეთ.
რაც შეეხება ჩემს თამაშს - ძალიან ძნელია, გამორჩეული იყო გუნდში, სადაც კლეი ტომპსონი, სტეფ კარი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ, თუმცა ვფიქრობ, რომ
ჩვენი გუნდიდან ALL STAR-ში 4 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. ეს ისტორიული მომენტია და ვამაყობთ ამით.