მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" "უნიკსი" ისევ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასის მე-2 ეტაპის მე-4 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" სახლში "უნიკსს" შეხვდა, რომელიც 16 იანვარს ყაზანში 71:69 დაამარცხა და კვლავ დაძაბულ ბრძოლაში სძლია 76:75.

პირველი მეოთხედი სტუმრებმა 13 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მანუჩარის გუნდი დაეუფლა უპირატესობას, განსაკუთრებით კარგად ბოლო მეოთხედი ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

"რეჯიო ემილიას" 3 მოგება აქვს, ვილერბანის "ასველთან" პირველ - მეორე ადგილს იყოფს და ორი მატჩი აქვს დარჩენილი: 30 იანვარს საფრანგეთში უქულო აუტსაიდერ "ლიმოჟს" ხვდება, ხოლო 6 თებერვალს "ასველს" მასპინძლობს.

შემდეგ ეტაპზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ორი გუნდი
გადის და კარგი სტარტისა და კარგი კალენდრის გათვალისწინებით "რეჯიო ემილიას" მე-2 ჯგუფური ბარიერის გადალახვის ჩინებული შესაძლებლობა აქვს.

მარკოიშვილმა 24:56 წუთში 5 ქულა ჩააგდო (4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი), ორრჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ორივე გუნდიდან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი მისი თანაგუნდელი ამადეო დელა ვალე იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული