მანუჩარ მარკოიშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
ევროთასზე ორჯერ ყაზანის "უნიკსის" და იტალიის ჩემპიონატზე ლიდერ სიდიგასის დამარცხების შემდეგ, ქვეყნის პირველობის მე-17 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" პესაროში "ვიქტორია ლიბერტასს" სძლია 104:96.

მანუჩარმა კარგად ითამაშა: 27 წუთში 13 ქულა ჩააგდო (6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი), 9-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და 2 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით მისი თანაგუნდელი ჯულიან რაიტი იყო.

"რეჯიო ემილია" 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული