კარის ქულათა რეკორდი მიმდინარე სეზონში - "გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონ სელტიკსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მორიგი შეხვედრა მოიგო ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა". კონფერენციების ლიდერთა შეხვედრაში, "ვორიორსმა" "ბოსტონ სელტიკსს" საკუთარ დარბაზში  - 109:105 სძლია.

ფაჩულიამ პარკეტზე 15 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 2 ქულის, 4 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სტეფ კარი გახდა, რომელმაც 49 ქულაა დააგროვა. ამ მაჩვენებლით, მიმდინარე სეზონში კარიმ თავისი პირადი რეკორდი დაამყარა.

სტუმართაგან კი გამორჩეული კაირი ირვინგი იყო, რომელმაც თავის გუნდს 37 ქულა შესძინა.

მომდევნო მატჩს "გოლდენ სტეიტი" 31 იანვარს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული