შენგელია "ბასკონიას" დრამატულ მატჩში "ესტუდიანტესის" დამარცხებაში დაეხმარა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" პირველი ტაიმი მადრიდში "ესტუდიანტესთან" 14 ქულით წააგო, მაგრამ მეოთხე მეოთხედში საოცრად ითამაშა და საბოლოოდ 89:87 გაიმარჯვა.

თორნიკემ 23:26 წუთში 17 ქულა ჩააგდო (6-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19 იყო - ისევე როგორც მისი და სტუმართა გუნდის ორ-ორი კალათბურთელისა.

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სილვენ ლანდესბერგი (ესტუდიანტესი) გახდა, ხოლო "ბასკონიადან"  ჯეისონ გრანგერი
(18), რომელმაც ბოლო ორქულიანი უკანასკნელ წამზე ჩააგდო.

ესპანური პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ მოპოვებული მძიმე გამარჯვება სწორედ შენგელიას და გრაგნერის დამსახურებაა.

"ბასკონია" 11 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფრო მეტი, უფრო მეტი შეგიძლია თოკო! არ დანებდე!
ქუთაისელი
14:05 29-01-2018
0
რა გრაგნერი, რის გრანგერი, გრეინჯერია ეგ კაცი :)
ასეა ეს
07:28 29-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული