გიორგი შერმადინის "უნიკახა" "ხიმკისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის 21-ე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" მოსკოვში მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა "ხიმკის", მაგრამ ბოლო მეოთხედში რუსულმა გუნდმა დაჯაბნა და 68:66 გაიმარჯვა.

ამ დასანანი მარცხის შემდეგ "უნიკახა" სატურბირო ცხრილში 8 მოგებით მე-11 ადგილზეა და ძალიან გაუჭირდება პლეი-ოფში გასვლა.

გიორგი მწვრთნელმა ხოან პლაცამ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მხოლოდ 10:44 წუთი ათამაშა და მან 7 ქულა ჩააგდო - 1 ორქულიანი ააცილა და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა, ორჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი და 2 პერსონალური მიიღო.

კვლავ ჩინებულად გაისარჯა "ხიმკის" ლიდერი ალექსეი შვედი,
რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი და მარგი ქმედების კოეფიციენტით (23) საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურე ამ თამაშს.საინტერესოა,რომ ალექსეი შვედმა აიღო პირველ პერიოდში ხიმკის მიერ აღებული ყველა ქულა.9,ხოლო უკანასკნელ წამზე ფარქვეშ,დამატებაზე ჩააგდო გადამწყვეტი ორი ქულა.რაც შეეხება გიოს,როცა ბურთს იღებდა,მეტოქე მომენტალურად ჯარიმდებოდა მასზე,მაგრამ თანაგუნდელები არ ტვირთავდნენ და არც სათამაშო დრო მისცეს დიდი.
სოსო
11:19 03-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული