"ოკლაჰომამ" ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" მისსავე მოედანზე გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომა თანდერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 105:125 განადგურდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 13:21 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 ქულა პოლ ჯორჯმა ჩააგდო, 34 ქულა მიითვალა რასელ უესტბრუკმა, ხოლო "უორიორსიდან" 33 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. სტეფ კარიმ 21 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ეს "გოლდენ სტეიტის"
ზედიზედ მეორე მარცხია, ხოლო სეზონში - მე-13. ოკლენდელებმა ბოლო 5 შეხვედრაში მე-3 მარცხი იწვნიეს.

თუმცა დასავლეთ კონფერენციაში უახლოეს მდევარს ორი მოგებით უსწრებს და კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "როკეტსს" ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 თებერვალს, შინ "დალასთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-ფინიქი 112:93
ფილადელფია-ვაშინგტონი 115:102
ატლანტა-მემფისი 108:82
ბრუკლინი-ჰიუსტონი 113:123
ნიუ იორკი-მილუოკი 89:103
ტორონტო-ბოსტონი 111:91
ორლანდო-კლივლენდი 116:98
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ცენტრი საერთოდ რაში ჭირდება გოლდენს მაგრამ მაინც დროა უკვე ერთი მაღალი კლასის ცენტრის მოყვანაზე იფიქრონ.. თორე ისეთ გუნდებთან ვისაც დომინანტი ცენტრები ყავთ მაგრად გაუჭირდებათ ბოლოსკენ.. ვესტი ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტია მაგრამ 300 წლისაა და ბევრს ვერ თამაშობს ზაზა მაგგი ლუნი და ჯონსი კიდე ერთად ასაღები და გარბიჯ თაიმშია გადასაყრელი
effe
11:10 07-02-2018
8
9 იანვარს არა, 9 თებერვალს იქნება თამაში.
effe - ისე NBA-ში 100 ცენტრია და ზაზა ყველაზე უარესი ნაღდად არაა, დაახლოებით ისეთია როგორიც ოკლენდს ჭირდება.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული