სანდრო მამუკელაშვილმა ორი წუთი ითამაშა და ერთხელ მოხსნა ბურთი

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლს” ჩავარდნა აქვს. გუნდი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის ყველა გამოკითხვის ოცეულში იყო და “ბიგ ისთის” კონფერენციას ლიდერობდა, ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო და დაბლა დაეშვა. “მეკობრეები” აღaრც გამოკითხვის ლიდერთა შორის ფიგურირებენ და კონფერენციის ცხრილშიც მე-6 ადგილზე დაქვეითდნენ.

მორიგი მატჩი სეტონჰოლელმა “მეკობრეებმა” შინ, “მარკეტთან” 85:88 წააგეს. სხვათა შორის, პირველი წრის შეხვედრა მამუკელაშვილის გუნდმა მარკეტელებთან 20 ქულით დათმო. გასულ შეხვედრაში ქართველი ფორვარდი მოედანზე 2 წუთით გამოჩნდა
და 1 მოხსნის მოპოვება მოასწრო.

“სეტონ ჰოლს” 6 მოგების წილ 5 მარცხი აქვს და 10-გუნდიანი “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს “მეკობრეები” 11 თებერვალს, სტუმრად, “ჯორჯთაუნთან” ჩაატარებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული