00:32 11-02-2018
ესპანეთის ჩემპიონატზე შენგელიასა და შერმადინის სუპერდუელი შედგა[VIDEO]
AutoSharing Option
ვინმემ გამოტანილი სათაური გადაჭარბებულად რომ არ ჩათვალოს, ჩვენი კალათბურთელების მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებს შემოგთავაზებთ ყოველგვარი კომენტარების გარეშე.
შენგელია: 28:12 წუთში 21 ქულა ჩააგდო (9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 იყო და მატჩის MVP გახდა.
შერმადინი: 23:51 წუთში 16 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ერთხელ დაკარგა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო.
ცნობისათვის, ჩვენი კალათბურთელების შემდეგ თავიანთ გუნდებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ: ვოიგტმანი (ბასკონია, 18), ადამ ვაჩინსკი (უნიკახა, 15), ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით ვოიგტმანი (23), ჯეიმს ავგუსტინი და ვაჩინსკი (11-11).
"ბასკონია" 13 მოგებით მესამე ადგილზეა, ხოლო "უნიკახა" 12 მოგებით მეექვსეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული