ესპანეთის ჩემპიონატზე შენგელიასა და შერმადინის სუპერდუელი შედგა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში გიორგი შერმადინის "უნიკახა" 96:78 დაამარცხა.

ვინმემ გამოტანილი სათაური გადაჭარბებულად რომ არ ჩათვალოს, ჩვენი კალათბურთელების მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებს შემოგთავაზებთ ყოველგვარი კომენტარების გარეშე.

შენგელია: 28:12 წუთში 21 ქულა ჩააგდო (9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 იყო და მატჩის MVP გახდა.

შერმადინი: 23:51 წუთში 16 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა,
ერთხელ ჩაჭრა და ერთხელ დაკარგა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო.

ცნობისათვის, ჩვენი კალათბურთელების შემდეგ თავიანთ გუნდებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ: ვოიგტმანი (ბასკონია, 18), ადამ ვაჩინსკი (უნიკახა, 15), ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით ვოიგტმანი (23), ჯეიმს ავგუსტინი და ვაჩინსკი (11-11).

"ბასკონია" 13 მოგებით მესამე ადგილზეა, ხოლო "უნიკახა" 12 მოგებით მეექვსეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული